ნაბიჯებს დაგითვლი (თამარს)


ნაბიჭებს დაგითვლი, ძვირფასო ნაბიჯებს...
ნაკვალევს დავკოცნი
და შენს გზას ავირჩევ
დადიხარ ცელქი და 
გულზე მაბიჯებ...
ზეცაში ვარსკვლავებს ოცნებად გამიჩენ.

ღამეა ვარკვლავთა
შეკრების ადგილი...
ლიანდაგს მივყვებით,
ვტკბებით და ვიცინით...
მაოცებს მე შენი
სინაზის მანდილი,
ცხოვრებას მიხარებს
ლამაზი სიცილი.

ლიანდაგს ვასრულებთ
და ღამის ბაქანი...
მოგველის თითქოს და
კიბეზე ავდივართ,
ბეჭებზე ხელებით ყინვაა გამქრალი...
და ნათელ ღამეში უცვლელი ლანდი ვართ.

გიხუტებ გულში და ჩერდება დროება,
ვტკბებით და საერთოდ გვივიწყებს სამყარო...
ეგ გული ამ ჩემს გულს 
სიცოცხლედ მოება,
და მინდა ძვირფასო
ამ ცის ქვეშ გახარო.

მიყვარხარ თამუნა...
ყველაზე ძლიერად,
მათ შორის ოდესმე
თუ ვინმეს უყვარდა...
ანგელოზი ხარ სამყაროს იერად,
მიყვარხარ დარჩი და ნურასდროს ნუ წახვალ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი