წერილები არსაიდან


დრო მიდის ჩაირთო საათის წამზომი
არ ვნანობ სიცოცხლეს ასე რომ გავწირე.
ვეჩვევი ტკივილს და მოვგავარ მაზოხისტს
და ჩემით ვიკორტნი სხეულზე ნაწილებს.
ჩამოცხა სხეულში და სისხლი აყმუვლდა
და შვებით იცლება მაჯაზე ძარღვები.
ამდენი სიყალბით გონება დაყრუვდა
სამყაროს მართავენ მგლისფერი ძაღლები.
რამდენი სიბილწე, რამდენი მეძავი
გარშემო ირევა და ბოღმა ინთხევა
მირონით ცხებული მოწამლეს ქერძაფით
რამდენის პასუხი დარჩება კითხვებათ.
გამირბის წუთები ხელში და ხელიდან
სტრიქონებს მაცლიან უსახო მხედრები.
უმწეო ხროტინი ამომდის ყელიდან
და ყველგან მოჩანან ცხედრები,ცხედრები.
რატომღაც ვიხსენებ დანტეს და ჯოჯოხეთს
სიკვდილი შემოდის გახრწნილი ხორცებით.
ღმერთი კი ამაოდ დაეძებს ოჯახებს
ათასში ერთიც რომ გამოჩნდეს მლოცველი.
(წერილები არსაიდან)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი