წერილები არსაიდან
ცხოვრება სულ ერთი ლამაზი წამია?! არ ვიცი! არის კი საერთოდ ის წამი? ცხოვრება იმდენად ყალბი და მწარეა ხანდახან მგონია სიგიჟეს ვისწავლი. სამყაროს მართავენ შეშლილთა ლოჟები ნერწყვებით,დორბლებით წამლავენ სიმართლეს. ქუჩაში ბევრია მშიერი ,,ბომჟები" და რომ არ გავგიჟდე,იღბალი მიმართლებს. ტაძრიდან მიყურებს მტირალა ხატები ღვთისმშობელ მარიამს ცრემლი სდის თვალიდან. წუხელის ძმამ მოკლა თვისი ძმა სატევრით და ცოდვა კაენის გაცხადდა თავიდან. ვინ არის მტყუანი,ვინ არის მართლები? მომრავლდენ სულით და სხეულით მრუშები. სიწმინდე აგდია ქუჩაში ნათრევი და ვწყევლი ჩემს თავს, რომ ვერაფრით ვუშველი არ ვიცი ცხოვრება ლამაზი წამია?! რა უნდა დამბაჩის ყვრიმალთან მიდებას?! ცხოვრება იმდენად ყალბი და მწარეა, რომ ასე მარტივად სიკვდილი მინდება (წერილები არსაიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი