წერილები არსაიდან


დაღამდა! ბინდი აღწევს ვერხვამდის
ღამე დამალავს ფოთლებში სურვილს.
მთვარეს იტაცებს თარაშ ემხვარი
და გაუყვება ზღვის ტალღებს ცურვით.
ზღვა არის მშვიდი საოცრად მშვიდი
ხანდახან ოდნავ წამოყრის ქოჩორს.
ურჩი მხედარი უფრო შორს მიდის
წამიც და უკვე სულ აღარ მოსჩანს.
წყვდიადმა შთანთქა მხედარი ურჩი
თან წაიყოლა მთვარის ნათება
და ვარსკვლავები ცივი და მუნჯი
ცაზე უმთვაროდ გაიხლართება.
(წერილები არსაიდან)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი