წერილები არსაიდან
ეპილოგი არ ვიცი როგორ ვიქნები აწი არ ვიცი გზები საით ვეძებო! ამივსეთ ღვინით ცისფერი ყანწი მინდა სიკვდილი,რომ ვადღეგრძელო. კი არ მოგესმათ! მართლა ესეა დამღალა უკვე სულის წვალებამ. უკანასკნელი ჩემი ესეი უნდა მივუძღვნა გარდაცვალებას თამბაქოს ფერფლი ავსებს საფერფლეს სადღაც გაბმულად ყმუის ძაღლები სისხლი აწვება უკვე საფეთქელს და ყვრიმალებთან წყდება ძარღვები. .......................................................... .......................................................... რატომ არ არის დუელები ნეტავ მოდაში? გამოვიწვევდი ბედისწერას სიამოვნებით. ბედისმწერელი გართულია რაღაც ბოდვაში და მის ნაბოდვარს ტაშს უკრავენ გულქვა მონები. უკვე არ ვიცი რას ვეწიო,რომელ სამართალს ლოყაზე მკოცნის,ფარისევლობს ისევ იუდა. ჩემში რაც იყო ბედისწერამ ყველა წამართვა და ტკივილები მომაყარა სახეში ხურდად... ..................................................................... ..................................................................... სამყარო ისე შეიშალა, ისე გაავდა ისედაც დაღლილ დედამიწას ცოდვა ამძიმებს მუხლმოდრეკილი სალოცავად მივალ გრაალთან და ხელმეორედ ქრისტეს ჯვარცმას მივუსამძიმრებ. უკვე შემძულდი ჩემო თავო, აღარ გენდობი გამოგყოლია შენც სხვებივით სული ლაჩრების. შენც მოგეწევა მალე ალბათ არმაგედონი და აღარავინ გეყოლება გამომსარჩლები. ................................................................. ................................................................. წამზომი მიდის სეკუნდანტი მითვლის ნაბიჯებს სასხლეტს გამოვკრავ,გავარდება ტყვია ლულიდან. მერე სიკვდილი მაღალ ზღურბლზე გადმოაბიჯებს და ცისფერ პერანგს შემიღებავს სისხლი გულიდან. (წერილები არსაიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი