წერილები არსაიდან


მე,სხვების სათქმელს არ ვამბობ მხოლოდ.
მე,ჩემს სათქმელსაც ლექსებით ვყვირი.
ჩემი ცხოვრების თავი და ბოლო
გავს მარტო დამდგარ მტირალა ტირიფს.
ნამეხარ მკერდზე მტკივა ქერქები
და ტკივილებით ძარღვები მეწვის.
შეგიძულებდი! მაგრამ, ვერ ვქენი
იმედით ვცოცხლობ სულ ერთი ბეწვით.
არ ვიცი გული გამიძლებს რამდენს?!
ერთ მშვენიერ დღეს გავგიჟდე იქნებ.
რქებალესილი ეჭვები დამდევს
და ცოფიანი ხარივით მირქენს.
ხე მტირალა და ხე მარტო ვდგევარ.
ფესვებგადაჭრილს მაქანებს ქარი.
იქნებ ბედია ან შურისგება
გამხმარ ტანზე რომ მცვივა მერქანი.
ირგვლივ ყვავილობს დეკა და ღვია
ნაწვიმარ ველზე ყვავილობს ზღმარტლიც
შუადღის მზე, რომ გადავა გვიან
ცივია როგორც წუნკალი მარტი. 
ვჩერდები! უკვე მივდივარ თავქვე
მაინც მომავალს იმედით ვუმზერ.
მე ლექსით ვიტყვი ისევე სათქმელს
და ალბათ ვინმეს მოხვდება გულზე.
(წერილები არსაიდან)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი