წერილები არსაიდან
გარეთ წვიმს გარეთ წვიმს გარეთ წვიმს წვიმები ასველებს დარაბებს. ამ დღესაც არაყი გამომცლის და აღარ ვიფიქრებ არაფერს. ბახუსი წამშლის და გამიფენს სიმთვრალეს დამიგებს ბალიშად. ცა ღრუბლებს მოირგებს ჩალისფერს და ცისფერყანწელად დამნიშნავს. სხეულში დამივლის სასმელი ტუჩებით გავლოკავ მაჯას. წავიდა ვინც იყო წამსვლელი მომსვლელი არავინ დარჩა არ ისმის სუფრასთან ყაყანი ჭიქაში დავეძებ მარტოებს. არც შენ ხარ არც ვინმე მაყარი თავმდგმურად ლექსი ,მყავს მარტო ეს. _____________________________ _____________________________ იწურება ნაარყალი დილა. ფანჯრებს უკვე მოეპარა მთვარე. გალეშილი მაგიდასთან ვგდივარ და სიმთვრალე დამიხუჭავს თვალებს. (წერილები არსაიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი