წერილები არსაიდან
მხრები მტკივა.ჩამოშლილი მხრები ბორკილებით დაღალული მაჯა. ექოებათ გაფანტული ხმები ვიძახი და ყრუ ძახილი მტანჯავს. ხორცი მტკივა დაგდებული ლეში ვერ წამართვეს,მაგრამ სულიც მტკივა. სამყარო, რომ ემსგავსება შეშლილს და შეშლილი საიქიოს მივალ. გული მტკივა,ნაწილებად ქცეულს ცაც არ მხურავს თავზე დედიშობილს. სახლს ვტირივარ თავანჩამოქცეულს და დარაბებს დამძიმებულს ობით. ლექსი ვეღარ მინუგეშებს ტკივილს შენ მტკივდები მეგობარო ჩემო. სულში ისევ მარტოობა კივის და სიბერე თავზე მადგას ჩეროდ. (წერილები არსაიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი