წერილები არსაიდან
გამბედაობა ჭირდება სიკვდილს ალბათ რაოდენ?! საკუთარ სხეულს იმეტებდე ჯვარზე საცმელად იმ დღეს ქარები ისე საოცრად თურმე ბღაოდენ ქრისტე ჯვარს აცვეს მაშინ როცა არაკაცებმა. კაცთა მოდგმისთვის! სანუგეშოდ გულში ამბობდი ჩამოიზნიქა ცა ტკივილით და გაიმრუდა. ლოყას გიწვავდა უფრო მეტად იმის ამბორი ვისი სახელიც იყო იუდა. პილატე იდგა აივანზე,ხელებს იბანდა. ბრბო გახელებით ყიჟინებდა ის საცოდავი. არ აპატიეს ქრისტეს ხალხში რომ დაიბადა მაინც შეუნდო ყველას ცოდვანი. იყო ბარაბა ავაზაკი და კიდევ ქურდი სისხლი სდიოდა ქრისტეს ნეკნიდან. იუდას მაინც არ დასცალდა დახარჯვა ხურდის მარტოობაში თოკზე ეკიდა. როგორ გტკიოდა შენგრეული მკერდი მახვილით მაინც ითმენდი ტკივილს ამათგან. მერე გათავდა! გავდა მეხის ხმას ამოძახილი ო! ელი,ელი! ლამა საბაქთან! (წერილები არსაიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი