წერილები არსაიდან
აღარ გენატრები ვიცი აღარც ჩემი ლექსი გართობს. ღამე მწუხარებით იწვის მათოვს! მარტოობა მათოვს! ფიქრებს ვეომები კენტად ლანდებს უჩვეულოდ უხმოს. კართან სევდა მოეხეტა, როგორც მოგზაური უცხო. არა! არ გემდური ჯერაც ჩემში არსებობ და ფეთქავ. მჯერა! ყველა სიტყვის მჯერა ჩემთვის რაც გინდოდა გეთქვა. კედლებს შესევია ხავსი ქარი ეხეთქება ფანჯრებს მკლავებ დამტვრეული ვაზი მიქნევს გადაჩეხილ მაჯებს. სახლში აღარავინ არის ლანდი შერჩენია ობლის მძიმედ ჩარაზული კარი ფარდა დახეული ობით. აღარ შერჩენია პეწი ჩვენს სახლს უჩვეულოდ უხმოს. ხმებით მუდარით და ხვეწნით ისევ ძველ მეგობარს უხმობს. (წერილები არსაიდან)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი