წერილები არსაიდან


სულ უფრო ცივია ჩემი ლოგინი
გაყინულ მუზებს სტრიქონებს ვატან
ვმთავრდები წიგნის მონოლოგივით
და უშენობა სულში გამატანს.
კედლებს დაეტყო უკვე სიობე
სიცივე მიხსნის პერანგზე ღილებს.
სახლი,რომელიც შენ დამიობლე
ახლა რატომღაც მიაგავს დილეგს.
მწუხრი ეშვება ფანჯრების იქით
ბუხარშიც უკვე მინავლდა ცეცხლი.
ტვინში ირევა ათასი ფიქრი
და სამაჯური მტკივდება ვერცხლის.
წახვედი?! არა! შენ დარჩი ჩემში
ვერ გაგიმეტე გერქვას ტკივილი
ერთხელაც ალბათ ფიქრები შემშლის 
და ზეცას გახევს სულის კივილი.
გაივლის?! ალბათ გაივლის ესეც
ამბობენ დროა მკურნალი ისევ.
სხვა წაგიკითხავს ძვირფასო ლექსებს
მე კი გავყვები იისფერ ნისლებს.
(წერილები არსაიდან)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი