სხვა საქართველო არსად არ არის


მინდა რაღაც ვთქვა სამშობლოსათვის, 
დედებისათვის, შვილებისათვის.
ენა, მამული, სარწმუნოება
გამოვიყენოთ ერთურთისათვის.
  ცვრიან ბალახზე, წალკოტ მდელოზე
ფირუზ ხმელთტზე ვიაროთ ერთად,
ბრძოლებისათვის, გაჭირვებისთვის
ლხინი იქნება თუ სასოება,
ძმებო და დებო, პაპა და ბებო, 
სამშობლოსათვის ვიმღეროთ ერთხმად.
დავითის ძალით, ერეკლეს ხმ(ა)ლით, 
ვახტანგ გორგასლის სისხონი მკლავით,
ვილოცოთ მუდამ, დღისით თუ ღამით.
რომ არ დავეცეთ  არცეთტი წამით.
დიდი ილია, შოთა, აკაკი,
 გალაქტიონი და ტიციანი
ხალხი ასეთი სამაგალითო, სიტყვიანი და
 გმირ-ფიციანი.
ჩვენ ვასახელოთ დედა თამარი,
სააკაძე და კაცნი მართალნი,
მუდამ ვიყვიროთ რომ ამნაირი სხვა საქართველო არსად არ არის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი