ბომბორა


წუხელ ჩვენს ბაღში ვიღაცას,
ბალი სულ დაუკრეფია.
ამ ჩვენს ბომბორა ძაღლსა კი,
ერთიც არ დაუყეფია.

რა მოგივიდა ბომბორა,
რას მიქიცინებ მაგ შენ კუდს;
მითხარი, ერთი, მშიშარავ,
რატომ არ უყეფ ღამით ქურდს!

არა სთქვა: „ძილი არ მყოფნის“
დღისით სულ გძინავს უსაქმურს;
ღამით რა მოგდის ნეტავი,
ხომ არ დაგაკლდა ცოტა ყურს?

თითქოს შერცხვაო ბომბორას,
თათებში თავი ჩამალა...
ერთი სული აქვს დააფრთხოს,
ქურდების მთელი ამალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი