ას ორი წლის კუს ოცნება
რაც ისწავლა, კარგად ახსოვს, ას ორი წლის კუს. მაგრამ მაინც კვლავ სკოლაში სიარული სურს. - რატომ უნდა ჩამოვრჩეო სწავლაშიო სხვას. ან და ჩემზე ვინმემ ცუდი, რატომ უნდა თქვას! წინ ხომ კიდევ, ბევრი დამრჩა გასავლელი გზა. ამიტომაც, ყველაფრისთვის მინდა ვიყო მზად. - რა დროს შენი სწავლაო - კუს დასცინა ბუმ. - სწავლა სიბერემდეაო - უპასუხა კუმ. - მერე სიბერე სწავლაში არ შეგიშლის ხელს? - რატომ ვითომ! მწამს, ვიცოცხლებ კიდევ ას ორ წელს. ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ვუვლი თავს,,, ორ კვირაში ქორწილი მაქვს, საცოლე კუც მყავს. უფრო მეტიც, უმაღლესში ჩაბარება მსურს. მართალია, ვერ შევეშვი ზანტად სიარულს; მაგრამ მჯერა, ჩემნაირ კუს მიზანდასახულს; განგებაც კი, ვერ მოაკლებს ნანატრ სიხარულს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი