კუ
კუ დინჯი და ნელია - სიარულშიც, ჭამაშიც... უყვარს ყოფნა ბალახში და ბავშვებთან თამაში. ერთია, რომ დათვივით ძილქუში აქვს ზამთარში. როცა საფრთხეს შეიგრძნობს, იმალება ბაკანში. ცოცხლობს ზუსტად სამას წელს! - არ შევმცდარვარ ვადაში. თუ არ გჯერათ, იცოცხლეთ და დარწმუნდით ამაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი