ფისუნია კატა!
ფისუნია კატა,
მე შენს პორტრეტს ვხატავ;
გთხოვ, ნუ იცვლი პოზას,
აზრებს ნუ მიფანტავ.
თვალები და პირი,
ცხვირი და ყურები;
ეს თათები... ფისო,
საით იყურები?
ვიშ! რა ლამაზი ხარ!
აი, შენი სახე;
რა საყვარლად ზიხარ,
მოდი, ერთი ნახე!
მინდა, გნახოს ყველამ,
დავუძახებ ბაშვებს.
მიგიხატავ მაგ კუდს,
მერე მაგ ულვაშებს.
ჩავალაგებ წიგნებს,
ოთახს ცოცხით დავგვი:
თორემ, ბებომ მითხრა, -
გაჩნდებაო თაგვი.
რომ არ გავაბრაზოთ,
ჩვენი ბებო იზო,
სისუფთავე გვმართებს,
ხომ გაიგე, ფისო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი