ბებომ თაფლი მომიტანა
ბებომ თაფლი მომიტანა, ქარვისფერი ქილით; და კალათა ავსებული ნაირ-ნაირ ხილით. ვიშ! რა კარგი ბებიკო მყავს, კეთილი და თბილი; მის მორთმეულ საჩუქარებით, მე ვარ კმაყოფილი. - ბებო, გთხოვ, ჯერ ხილს არ შევჭამ. რადგან უფრო გულით; ჩვენი სოფლის თაფლი მინდა, კარაქიან პურით. ერთი ქილა თაფლი რაა, ბარემ შევჭამ ათსა; ზოოპარკში წავუღებდი, რომ შემეძლოს დათვსა. -ჩემო კარგო, რადგან თაფლი ტკბილია და ამო; კბილებს უნდა გაუფრთხილდე, ზომიერად ჭამო! - მოდი, აბა, შენც შეჭამე, ბებო, თაფლი ტკბილი; შენ კბილები მაინც არ გაქვს, რომ აგტკივდეს კბილი! ბებო, ბებო, გაგეხუმრე, გთხოვ, ნუ მიწყენ ამას; მართლაც, ჭამამ თუ მაწყინა, რა აზრი აქვს ჭამას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი