გულკეთილი
-უნდა ავდგე, დედიკო, რა ვქნა , არ მეძინება; გესმის? - გარეთ ქარი ქრის, ყურშა გაგვეყინება. შემოვუშვათ, ცოდოა, სახლში ცოტას გათბება. თორემ გაცივდება და სურდო დაემართება. ყურშა, ყურშა, სადა ხარ? მოდი სახლში, გათბები. ქათმებს არვინ მოგვპარავს, ვის რად უნდა ქათმები?! ან ვინ მოვა ამაღამ, შენი შიშით, ამ ქარში. ყურშა, ჯილდო გეკუთვნის, ჩვენი ეზოს დაცვაში. ამ ტილოზე დაწექი, დედამ თბილად დაგიგო; ხმა თუ რამე მოგესმა, გააღვიძე მამიკო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი