ჩემი ცელქი ფისო


ჩემს  პატარა  ფისოსა,
ვერვინ  სჯობნის  ჭამაში;
ჭამით  როცა  გაძღება,
ჩემთან  უყვარს  თამაში.

ფისო, ისე  ცელქია,
მაგიდაზეც  კი  ხტება;
და  მის  გამო  ხან  ჭიქა,
ხან  კი,  თეფში  გვიტყდება.

,,რა  უზრდელი  ფისოა",-
,,მართლაც, უსინდისოა",-
უჯავრდება  ბებიკო,
უჯავრდება  დედიკო.

მე  კი,  მებრალება  და
ვეფერები  თავზედა,
მკერდში  თბილად  ვიხუტებ,
ის, თავს  მადებს  მკლავზედა;

თვალებს  ხუჭავს, იძინებს,
ძილში  ხედავს  სიზმარსო.
ხომ  ცელქია  ფისუნა,
მაინც  ძაან  მიყვარსო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი