ნუციკო
- ბებოს ქოლგით დავდივარ, არ გეგონოთ პატარა. წვიმა ვერ დამასველებს, მზე ვერ დამწვავს თაკარა. - სულ შენს ბებოს ჰგავხარ, მეტყვის ბაბუ ოხვრით. ბებოსავით დადიხარ, ბებოს მიხვრა-მოხვრით. - ვდარდობ, როცა ბაბუას, ვხედავ, ხელში წამლით. მინდა, რომ მოვარჩინო ჩემი კარგი სწავლით. აი, ლექსიც ვისწავლე, ათამდედაც დავთვალე. ნეტა ამდენ სწავლაში, მშველის ბაბუს სათვალე? ბაბუ! ამ შენს სათვალეს, აღარ მივეკარები; ეს რამდენი მაწვალა, ამატკივა თვალები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი