ზურიკო
1
-რატომ სტირი ზურიკო?
გაგაბრაზა ვინა?
-ვტირი, აბა დედიკო,
როგორ მომეთმინა?
იმ პატარა გოგონამ,
თინა როა, თინა...
მე არ ვიცი რა მოხდა,
ჩემგან რა ეწყინა;
ბურთი რომ არ ვათხოვე,
ჯოხით შემაშინა,
უკან გამომეკიდა,
ქვები დამიშინა;
აი, რატომ მოვედი,
დროზე ადრე შინა.
2
-დღეს, დედიკო, იცი რა?
შევირიგე თინა.
ჩემი ბურთი ვათხოვე,
გულით გამიცინა;
და მეც, სიხარულისგან
სახე გამებრწყინა.
ხომ კარგია, დედი, რომ
შევირიგე თინა?
თორემ ვნერვიულობდი,
ღამეც არ მეძინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი