მეეზოვე ბიჭი
ვეხმარები საქმეში ჩემს საყვარელ მამას; მეეზოვედ ვმუშაობ, სათაკილო რა მაქვს! ყვითელ ფოთლებს ვაგროვებ ტომრებს სწრაფად ვავსებ; კვირას ასე ვასწორებ, თან სწავლასაც ვასწრებ. ყურს არ ვუგდებ ცელქ ბავშვებს. სახლში უქმად ჯდომას, ინტერნეტში თამაშებს, ვამჯობინებ შრომას. დღეში ათ ლარს ვაკეთებ, ფულს ვაბარებ დედას. ისიც გულში მიხუტებს, როცა დაღლილს მხედავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი