სპილო
გააჩერა სპილომ მოძრაობა გზაზე დააბიჯებს, ურცხვად მანქანების თავზე... ირგვლივ ამტყდარ პიპინს სულ არ უგდებს ყურს და ჯიუტად სპილოს, კატაობა სურს... - უნდა ივარჯიშო, რომ დაიგდო წონა; - მიაძახა სპილოს მძღოლმა ერთმა, ორმა: - რომ დაგეკლო კიდევ, ერთი ასი კილო, გაგასეირნებდით ჩვენო ძმაო სპილო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი