ფისო
ბებო, რატომ გააგდე, ჩემი ფისო გარეთ? სახლში უნდა, არ გესმის, როგორ კნავის მწარედ? ფანჯარასთან მოსულა, შინ შემოსვლას გვთხოვს... ნახე, როგორ კანკალებს? ნახე, როგორ თოვს? ,,ვაპატიოთ ერთხელაც?" რა კარგი ხარ, ბები! მაშინ, სწრაფად, გავუღოთ, საწყალს ეგ კარები! მოდი ჩემთან ფისუნა, აგიყვანო ხელში. მაგიდაზე ნუ ახვალ, არ გაგიტყდეს თეფში! ჩემო ცელქო, პატარავ, ლამაზო და ნაზო; ხომ გაიგე, ბებიკო, აღარ გააბრაზო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი