პანდა


ისევ სძინავს ხის ტოტზე,
ძილისგუდა პანდას;
ნეტავ, ვინ დაახურავს,
პანდას  თბილად  საბანს?

ქარი რომ ამოვარდეს,
გაუტეხავს ძილს;
სულაც ხომ შეიძლება,
ჩამოვარდეს ძირს?

ამიტომაც ჰამაკი
უნდა ჩამოვუკიდოთ;
უფრო კარგი იქნება,
რომ საწოლი ვუყიდოთ.

ხეზე ხომ არ დარჩება?
შეაწუხებს წვიმა,
პანდას ბინა ხომ უნდა,
ავუშენოთ ბინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი