მივიწყებული ფისო


რა  ხანია  პატრონს
დაავიწყდა  ფისო.
პურსაც  კი, არ  აჭმევს,
ფეისბუგზე  ზისო.

მშიერ-მწყურვალ  ფისოს
ცხარე  ცრემლი  სდისო.
გარედ  გასვლა  უნდა,
არვინ  უშვებს  ძირსო.

გაბუტული  დგება,
თათით  აღებს  სარკმელს.
ფიქრობს; ,,ჩავალ  დაბლა
ვინმე  მაჭმევს  საჭმელს"

ერიდება  ეზოს,
მაინც, ჩადის  ფრთხილად.
აქ, ბავშვები,  საწყალს
ქვებს  ესვრიან  ხშირად.

ზოგჯერ  მასზე  მშიერს
წააწყდება  ფისოს,
ის  ხომ  ყველა  კატას 
კნუტობიდან  იცნობს.

ზოგჯერ  ეზოს  ძაღლი
ბრაზიანად  უყეფს.
ეჰ,  საწყალი  ფისო,
რამდენ  რამეს  უძლებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი