მელა, ტურა და კურდღელი


ხესთან,  ბუჩქში  ჩამალულა,
მატყუარა  მელაკუდა;
რა  ხანია, კურდღელს  ელის,
მელას  კურდღლის  შეჭმა  უნდა.

დასცხა  მსუნაგს,  ოფლი  დასდის,
ბრაზობს, სული  ეხუთება;
ფხიზლობს, არვინ  შეამჩნიოს,
თავის  გრძელ  კუდს  ეხუტება.

უცებ  შეკრთა, ხმა  მოესმა,
ხედავს, მისკენ  მოდის  ტურა;
ადგა, თავი  მოარიდა,
სოროსაკენ  გაეშურა.

იქვე  ბილიკს  ჩაუყვა  და
რომ  ჩავიდა  გზის  ბოლოში;
აქეთ - იქეთ  მიიხედა,
შეძვრა  თავის  ბნელ  სოროში.

კურდღელი  კი, ბედზე  ამ  დროს,
სახლში  იწვა, სიცხე  ჰქონდა;
შუბლზე  ედო  ცივი  ტილო.
რაც  ძალიან  არ  მოსწონდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი