მზე პირს იბანს


- ნახე, წვიმს  და თანაც  მზეა,
გიკვირს, ჩემო  ძვირფასო?
იცი, ამ  დროს  რას  ამბობენ?
რას  და  მზე  პირს  იბანსო.
- მზე  პირს  იბანს?!
როგორ  იბანს?
რომ  არა  აქვს  ხელები?
- მზის  ხელები  არის  მისი
ოქროსფერი  სხივები;
და  მზე  თბილად  გვეფერება,
ციდან  ფერებს  გვიფანტავს...
- ნახე, დედი, ცისარტყელა!?
მზე  პირ - სახეს  იხატავს!
- შვილო, აბა, ვის  უნახავს,
მზე  პირდაუბანელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი