პრინცესა


მე  დედიკომ  მიყიდა
ეს  ლამაზი  კაბა.
განა  არ  ვარ  პრინცესა?
შემომხედეთ  აბა!

კარნავალი  დაიწყო.
და  მე  მჯერა,  ვიცი,
საცეკვაოდ  ზეიმზე,
მოვა  ჩემთან  პრინცი.

მოვა  და  შემომახვევს
გარს  ჯადოსნურ  ალს;
რას  ვიცეკვებთ, თუ  იცით?
რა  თქმა  უნდა,  ვალსს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი