ფისო მიწევს ფეხებთან


- თამუნია, რა  მოხდა?
ასე  რად  გეცინება?
- დედი! გითხრა? მაშ, გეტყვი,
ვიცი, არ  გეწყინება.
ფისო  მიწევს  ფეხებთან,
ძაან  მეღიტინება.
დარჩეს  ფისო, ფეხები
აღარ  გამეყინება;
ასე, თბილად  ვიქნებით,
ტკბილად  ჩაგვეძინება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი