ბოჩოლა


ჩვენმა  ძროხამ  ხბო  მოიგო,
იცით  რა  პატარა?!
მე,  ბოჩოლას  დაბადებამ
ძაან  გამახარა.

შვლის  ნუკრივით  ლამაზი  აქვს,
თვალები  და  დრუნჩი:
მოცახცახე, წვრილ - ფეხება,
ჩავიხუტე  გულში.

ვიშ! რა  თბილი  ბოჩოლაა,
დედი! მე  მოვუვლი!
ნახე, როგორ  მოვეწონე?!
ამილოკა  შუბლი!

მამი! მინდა, ეს  ბოჩოლა,
გაიზარდოს  დიდი;
შარშანდელ  ბოჩოლასავით,
ხომ  არ  გამიყიდი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი