ეს რა მამა მყოლია!
ეს რა მამა მყოლია, (ლექსად მაქვს მოსაყოლი) დღეს, მამიკომ ფეხბურთში, გაიტანა ცხრა გოლი. მხოლოდ ბურთის გატანა, არის მისი მიზანი: ის ხან ლეო მესია, ხან კი, ,,ზიზუ" - ზიდანი. დაილოცა, ფეხბურთი ვისაც მოუგონია: ვინმემ მამას აჯობოს? რაღაც არა მგონია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი