Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_hhbgl19l2h6j0e4gqpr0po3tcf, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დედი, უთხარ პიკოს... - ელიზბარ გაბუნია | საბავშვო

დედი, უთხარ პიკოს...


დედი, უთხარ  პიკოს,
რომ  ჭკვიანად  იყოს;
ჩემი  ქვიშის  სახლი,
აღარ  დამინგრიოს!

პიკოს  სულ  არ  ადარდებს,
რას  ვაკეთებ, რას  ვშვრები;
კიდევ, თუ  გამაბრაზებს,
აღარ  ვეთამაშები!

რას  ყეფ, პიკო, რა  გინდა?
შენთვის  აღარ  მცალია;
სახლს  ვაშენებ, ხომ  ხედავ,
გავითხუპნე  ძალიან.

შენც  ქვიშით  გაისვრები,
ბეწვი  გაგიშავდება;
მერე  ის, რომ  ორივეს
დედა  გაგვიჯავრდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი