ჩემო ბებო ლამაზო!
დღეს მე დასაძინებლად ჩემს დედიკოს მივყვები; გაგებუტე, ბებია, ზღაპარს რომ არ მიყვები. კარგი, ნუ გაბრაზდები, ბებო, იცი, გპირდები; დღეს ხომ გაბუტული ვარ?! - ხვალე შერიგდები. ახლა გინდა მაკოცო? ესე იგი, არ ბრაზობ? კარგი, მაშინ, შევრიგდეთ, ჩემო ბებო ლამაზო! მოდი, ჯერ შეგიმშრალო ცრემლიანი ლოყები... ბებო, ბებო, მითხარი, - რომელ ზღაპარს მოყვები?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი