ბაბუ!


ბაბუ, რაც  კი  პენსიაზე
გახვედი  და  სახლში  ზიხარ;
გულის  წნევას  რომ  უჩივი.
ივარჯიშე  თუ  კაცი  ხარ.

აი, ასე - ერთი, ორი...
მიდი,  ბაბუ, მიდი, ძველო!
მინდა,  კიდევ  დიდხანს, დიდხანს
იცოცხლო  და  იდღეგრძელო.

მაგრად  უნდა  მყავდე  ბაბუ,
მწამს, აღიდგენ  ჯანმრთელობას;
დაგავიწყდა?! ჩემს  ქორწილში,
რომ  დამპირდი  თამადობას?!

ბებო  ამბობს, - ბაბუაო,
ბრძენიაო  შეუცვლელი!
მიდი,  ბაბუ, მაშ, ცხოვრებას,
ვაჟკაცურად  გაუძელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი