ნუ ფიქრობ, თავო!
ნუ ფიქრობ, თავო, რომ შენ ხარ გენია, თუ შეგრჩა სინდისი, თუ რამის გცხვენია; ნუ წარმოიდგენ, რომ შენ ხარ გოეთე. იყავი საკუთარ თავის მოკეთე. შენს ამბიციას თავი მოჰკვეთე. ენა დააცხრე და პირი მოკეტე, იკმარე, ამაოდ რაც იპოეტე. ეგ შენი ლექსები ცოცხით მოხვეტე. კაცი ყოველთვის დიდების მსურველი, ბოლოს, იცოდე, დარჩები სულელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი