ღმერთო, ტკბილად ამიხდინე...


ღმერთო, 
ტკბილად 
ამიხდინე
გაღვიძებულს 
ეს სიზმარი.
შემიწყალე, 
ნუ შემრისხავ,
მომივლინე 
მე მზის დარი.
შენს იმედად 
დარჩენილსა,
შემიმსუბუქე 
ეს ჯვარი.
შემინდევი, 
დამიხსენი,
გამიხსენი 
ზეცის კარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი