0 51

ო, იესო, ტკბილო ღმერთო!


ო, იესო,
ტკბილო ღმერთო,
სულის წყაროვ,
სიტყვის პურო.
მხოლოდ შენ თუ
ზრუნავ  ჩემთვის,
წყალი მასვა,
დამაპურო.
შენ გულს მითბობ,
მინდა შენ ხატს,
სისხლის ცრემლი
დავაპკურო.
მინდა, შენ ერთს,
მხოლოდ შენ ერთს,
ღმერთო, გაქო
და გიყურო!
კომენტარები (0)