სული ცოდვით ამყრალდება


სული ცოდვით ამყრალდება,
ვით შეუვა ხესა ყანდი.
ყანდიანი კაცი არ ვარ, 
არც გულში მაქვს რამე ყანდი.
თუმცა ბევრჯერ წავბორძიკდი
და რწმენაშიც შევყოყმანდი.
მაინც, ღმერთო, შენ გიხმობდი,
მაინც ფარად შენა მყვანდი.



------------------
ვით შეუვა ხესა ყანდი - ყანდი- სიდამპლე
გულში ყანდი - ხინჯი, დანაშაული
ყანდიანი კაცი - ფლიდი, ცბიერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი