შენა ხარ ჩემი გრძნობის, სალოცავი და ხატი....


შენა ხარ ჩემი გრძნობის,
სალოცავი და ხატი.
მე კი მუხლმოყრით შენთვის
ვლოცულობ სულის დაცლით.

შენახარ ჩემთვის მეტი
ვიდრე ხარ მეგობარი,
სულ მუდამ მეყვარები 
მე ამას გეტყვი მარი.

როცა შენს სახეს ვხედავ 
გული ცემს გამალებით,
შენი ღიმილით ვტკბები,
შენს ლამაზ დალალებით.

დღეს მე კი შენით ვცოცხლობ,
მინდა რომ შენც გიყვარდე,
მაგრამ შენ სულ სხვას ეტრფი
არასდროს შემიყვარებ.

შენ ხარ ჩემი გრძნობის,
პატარა ნაპერწკალი,
რასაც ხანძარი მოჰყვა
და შიდ ჩავიწვი მთვრალი.

ბოლოს, კი მიდა გითხრა
შენ რომ მიყვარხარ იცი,
შენახარ ჩემთვის ხატი 
მე კი სანთელად ვიწვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი