ლექსის დაწერა მომინდა და უკვე ვეღარ ..
ლექსის დაწერა მომინდა და უკვე ვეღარ ვწერ, შენზე ფიქრებში რითმებიც კი გამომელია, მუზა არა მყავს ,ამიტომაც ამ ლექს შენზე ვწერ, ჩემი ცხოვრება უშენოდ კი საშინელია. საშინეია მატოობა სულის სიღრმეში, შენზე ფიქრებში ბევრი ღამე გამითევია, ხშირად დავეძებ საკუთარ თავს შენსავ ფიქრებში, მე იქ არავარ ჩემი ადგილი ცარიელია. ცარიელია მეკი ამ დროს სევდით ვივსები და გაუყვები სევდიანად ტყისაკენ შარას, და როცა ვხვდები შენ, რომ ჩემი აღარ იქნები თვალები ცრემლით მევსება და გადმომდის ღვარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი