ბებო
ჩემი პატარა სოფელი ჩემი პატარა ეზო, და იქვე კაკლის ჩეროში ჩამომჯდარიყო ბებო, ზის და თან სიმღერ სიმღერით კაკალს ნელ ნელა არჩევს მე ჩუმად მივეპარები და სულ შევუჭამ ნარჩევს, ერთი ორს გამიბრაზდება ცხელ გულზე კიდეც გამიწყრეს, მაგრამ ხომ ვიცი რმ ბებო მე არაფერზე არ მიწყენს. მერე საღამოს მივყვებით ტყისაკენ ვიწრო შარას, თანაც ბოჩოლა მოგვყავსდა ბებო მიკეთებს კარაქს. ასე ბებოსთან ყოფნაში მთელი საღამო თამაშში მეორე დილას მივდივართ მე და ბებიკო ყანაში, უცებ დავივლით ყანას დავკრეფთ სიმინდს და გოგრას სახში კი ღუმელზე მდგარი წყლით სავსე ქვაბი ოხრავს. მივალთ და უმალ მოვხარშავ თან ზედ წავუსვათ ერბოს და ასე სულმოუთმენელს ჩუმად მეძახის ბებო. აქ არც მე აღარ ვასვენებ ჩქარა ბებიკო ჩქარა, მეტი სიმინდი არ გვინდა ჩვენთვის ესენიც კმარა. და აი ასე ხუმრობით და აი ასე თამაშში გაივლის დრო და მომიწევს მეც დაბრუნება ქალაქში. ერთ დილას ვტოვებთ სოფელა და ცარიელდება ეზო და გზის ბოლოში ბუნდოვნად დგას მარტო მყოფი ბები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი