0 84

შენი სიყვარულით ვთვრები....


შენი სიყვარულით ვთვრები
შენ კი არ გიყვარვარ ჩემო,
შენთვის გადმოვცურე ზღვები
და გაჩუქე მთა და მდელო,

შენზე შევიყვარე ფიქრი
ახლა მზე ანათებს ქალაქს,
მთებზე დაწოლია ნისლი
მე კი მეყვარები მარად.

ისევ შემოგხედავ შენ და
ისევ გამითბება გული,
იცი რა მაცოცხლებს კარგო?
მხოლოდ შენი სიყვარული,

შენი სიყვარულით ვთვრები
შენი სიყვარულით ვცოცხლობ,
ვიცი არ გიყვარვარ მაგრამ 
მე შენ შეგიყვარე მხოოდ.
კომენტარები (0)