დაბადება


იყო მაღლა ღმერთი
და სრული სიბნელე,
და ღმერთსაც ამ ქვეყნად
მარტობა მოწყინდა.

და შექმნა სამყარო
გამოჰყო ნათელი,
ბნელს ღამე უწოდა 
ნათელს კი დღე ჰქვია.

დაიწყო და შექმნა
პირველად ხმელეთი,
შემდეგ კი ხმელეთზე
წყალი გააჩინა,
მერე გააჩინა 
მინდვრები და მთები,
ასე ვთქვათ ედემის 
ბაღი გააშენა.

ამ ბაღში ცხოვრობდა 
მრავალი ცხოველი, 
მგელი და კურდღელც 
კი ერთად ცხოვრობდა,
და ასე შეიქმნა 
ყოველი მიწაზე,
ღმერთიც კი მიწაზე 
ამათთან ცხოვრობდა.

ბოლოს კი რომ ღმერთმა
ისევ მოიწყინა,
ადგა და მიწისგან 
მოძერწა მსგავსება,
თავისა და იმას 
შთაჰბერა ჰაერი
და შექმნა მან კაცი
თავისვე მსგავსებად .

შექმნა და უწოდა
სახელად ადამი.
ყოველი ცხოველი
მას დაემორჩილა,
ღმერთმა მას უბოძა
საჩუქრად ედემი,
და ღმერთმა ყველაფერს
ნათელი მოჰფინა.

ამ კაცმა დაარქვა
ყველაფერს სახელი ,
მან ქვას ქვა დაარქვა ,
ხეს კი ხე უწოდა,
და ბოლოს ადამსაც
არ ქონდა საშველი,
მიწაზე მარტობა მასაც 
ხომ მოსწყინდა.


ღმერთმა რომ ადამი 
იხილა მოწყენით,
მიწაზე ხეტიალს მას
ძილი ერჩია,
ამდროს კი მან ღმერთმა
ადამის ნეკნისგან 
მოძერწა მშვენება 
რაც ერთადერთია.

მან შექმნა ქალი და
დაარქვა მას ევა,
ადამის სიხარულს 
არ ქონდა საზღვრები
ადამმა მაღალ ღმერთს
მადლობა შესწირა
და უფალს მიართვა 
მცირედი მან ძღვენი.

უფალმა დალოცა,
იყავით დღეგრძელი,
იყავით მხნენი და
იყავით ჯანმრთელნი,
თუ რამე დაგჭირდეთ,
თუ რამე შეგემთხვეთ,
ილიცეთ ჩემზე და
მეც თქვენთან გავჩდები.


და ასე ცხოვრობდნენ 
ღვთისაგან დალოცვით,
ვიდრემდე სატანამ 
იგი არ აცდუნა
და მაშინ როდესაც 
დაეცნენ ისინი,
შიშისგან ფოთლების
შრიალიც გაჩუმდა.

ადგა და უფალმა 
მოკითხა ცოდვები
და როცა დაიწყეს 
მათ თავის მსრთლება,
განრისხდა უფალი
დასწყევლა ცოდვილნი 
და სამოთხიდან 
ისინიც განდევნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი