საქართველოს
*** თუ არ გრძნობ გულით სამშობლოს, თუ ღმერთი არ გყავს ცოცხალი, თუ არ შეიცან მშობელი, არ დაგმე მტერი მცოცავი, რად გინდა მაშინ სუნთქავდე?! ფიცავ, ქვეყანას, მიწა-წყალს, სამშობლოს სიტყვით ქარგავ და მიწას ქართველის სისხლით რწყავ! თუ ტკივილს ვერ გრძნობ მოყვასის, არ ტირი ღამით მთვარესთან, მაშ, რას გიშველის მოძღვარი, ან ყალბი ცრემლი თვალებთან. თუ შიგნით არ დაგიარა, ტკივილმა , ჭექა-ქუხილმა, დაგღალა ადამიანმა, საკუთარ თავთან ტყუილმა. თუ ვერ იგრძენი სამშობლო ყოველ დღე შვილის თვალებში, ვერ ნახე სულში სამოთხე, დანებდი ეშმაკს , დაეშვი. მაშ, მზად ვარ გაგინაწილო, ჩემში ცოცხალი უფალი, თუ სიყვარული ისწავლე მაშინ ხარ თავისუფალი. ჯაბა 15. 07. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი