0 70

მე და შენ


წვიმს და ქალაქს რეცხავს წვიმის წყალი,
წვიმა მაინც სულ სხვაგვარი იცის,
მოფერება , კოცნა დაგასწარი,
დგახარ ჩემს წინ სახეს როგორ იცლი.

გეფიცები ვარ უზომოდ ბავშვი,
ერთი კოცნა ემოციით დამცლის,
მერე ხელებს სიამაყით გავშლი,
მიხარია რომ ორივეს გვაწვიმს.

ასე ორნი მივუყვებით  ქუჩას,
ქალაქს როგორ მოხდენია წვიმა,
შენში ჩემი სიყვარული თუ ჩანს-
უბრალო და უფლის მიერ წმინდა

მაშინ ვიტყვით-გავიმარჯვეთ უკვე,
შევიგრძენით სულიერი სითბო
და ვიტყოდით გვიცხოვრია  უკეთ,
შვილებმა , რომ სიყვარულზე გვკითხონ.

ჯაბა გორგილაძე
09.03.2018
კომენტარები (0)