ალბათ მძიმეა
#### ალბათ მძიმეა, მოსასმენად უფრო სიმძიმით, ქარიშხალია. ანგრევს. ღრუბლებს მიფანტავს..... ვზივართ სუფრასთან , კუჭ-გამძღარი წარსულს მივსტირით, ღამეა, მთვარე -შერცხვენილი ღრუბლებში ლანდავს. მინდა დავიწყო დაგამძიმოთ სიუჟეტებით, არ შემიძლია პეიზაჟი შევქმნა ფერადი, ვიღიმით თუმცა შინაგანად სულ ვებუტებით, ნიღბის ტარება გახდა უფრო მრავალჯერადი . ვხედავ თვალები ებერება დედას ცრემლებით, შვილ -მშიერ დედას , უმაკიაჟოს, სახით-გადაღლილს. როგორც სიცივით მოღუშული ხეზე მერცხლები, ელოდებიან , გადარჩენას, იმედს-გაზაფხულს. ბოლო სტრიქონებს მაწერინებს სულის სიმწარე, გავიმეორებ მოსასმენად უფრო მძიმეა, სხვისი ტკივილის ატკივება რაც ვერ ვისწავლე ან ჩემში ცოდვის განკითხვა და შურისძიება. დავუბრუნდები ამბავს დედის -თვალებ დაბერილს მართლა დამძიმდა წასაკითხად ვიდრე -ზეპირი, ეს დამძიმება მაპატიეთ ალბათ აღელდით რავქნა ცხოვრება არ გამომდის ზედაპირული..... ჯაბა გორგილაძე 01.03.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი