წავა უცებ ზამთარი და გაზაფხული მოვა


###
წავა უცებ ზამთარი და გაზაფხული მოვა,
როგორ, ძლიერ მიხარია გათენება ღამის, 
ვხედავ თვალებს ეამება თებერვალის თოვა,
თვალებს შუა  ვბერდები და ეს ცხოვრება გადის. 

სარეცხივით  გამოვფინე წლები ბავშვობის,
ჩამოვხსენი მაგრამ მაინც ხელმეორედ გავფენ,
კვლავ სველია, ვერ გავიგე ვერაფერი შრობის,
ალბათ კვლავაც ბავშვი ვარ და გგონიათ ვაფრენ. 

წავა უცებ ზამთარი და გაზაფხული მოვა, 
ასე, უცებ ჩაივლიან ბავშვობის წლები,
მენატრება სულ სხვაგვარი თებერვალის თოვა,
რომ ძვირფასო- მე და თოვლი რამპის შუქზე გწერდით.....

01.02.2018
ჯაბა გორგილაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი