დიალოგი საკუთარ თავთან
მეზიზღება არეული სამყარო, თვალებს სილა მერამდენედ ვაყარო? გავჩუმდე და არ ვთქვა ყელში რაც -მახრჩობს, თუ ვუყურო ატირებულ ჩემ საძმოს? რახანია მიდის რწმენის ბასრობა სასაცილო გახდა კაცურ-კაცობა. ჩვენს მიწაზე მე ვარ “შენი”_ებგური, და ყოველთვის სიმართლის თქმას მემდური. მერამდენედ ისმის ერის კრჩხიალი, მოაქვს ენგურს ჭრილობები ჩხრიალით. -საქართველო დაფხვრა, დამიავადდა! -საქართველო დაფხვრა, დამიავადდა! 18.02.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი