მეც დავბერდები
*** მეც დავბერდები, ვიცი, ყოფა დროებითია, არც ეს ასაკი არ მექნება, თავს რომ ვიწონებ და თითო სიტყვა რამდენადაც დადებითია, ჩემო მოხუცო, დღეს შენხელა, გთხოვ, მეც მიწოდე. ვიგრძნო ასაკი, რათა უფრო მსურს სიჭაბუკე, არაფრისმთქმელი სიზარმაცის მონოლოგია და დედამიწად, რომ ლიდერად თავს მივაკუთნებ, უკეთ მცოდნოდა ან მესწავლა ბიოლოგია. გავითავისო, ხორცი ჩემში არაფერია, სული თუ უკვე დამიბერდა, დამისნეულდა... მეც დავბერდები, ვიცი, ყოფა დროებითია, არც ეს ასაკი არ მექნება, თავს რომ ვიწონებ და თითო სიტყვა რამდენადაც დადებითია, ჩემო მოხუცო, დღეს შენხელა, გთხოვ, მეც მიწოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი